English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ ქეთევან ნადირაშვილი
რისკის მართვის პრაქტიკის შეფასება საქართველოს საჯარო სექტორში

ჟურნალი N 3.2023

რისკის მართვას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს საჯარო სექტორის ორგანიზაციებისთვის, ვინაიდან ისინი დგანან სხვადასხვა კატეგორიის რისკის წინაშე, რომლებიც თავის მხრივ გავლენას ახდენს მათ რეპუტაციაზე, სერვისების ეფექტურობაზე და ეფექტიანობაზე, ბიუჯეტის მართვასა და საერთო საზოგადოებრივ ინტერესებზე. საჯარო სექტორში მმართველობის პრინციპების გასაუმჯობესებლად და გასაძლიერებლად, ორგანიზაციები უნდა გახდნენ უფრო პროაქტიული, გამოავლინონ და შეაფასონ არსებული ან პოტენციური რისკი, შეარბილონ და მართონ რისკი, რაც საბოლო ჯამში აისახება უკეთეს შედეგებსა და გადაწყვეტილებებზე. უფრო მეტიც, ფუნდამენტურია რისკის მართვის დისციპლინის მნიშვნელობის გაგება, ცოდნისა და გამოცდილების ეტაპობრივი გაუმჯობესება და შესაბამისი სტრატეგიების დანერგვა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ საჯარო ორგანიზაციების მიერ შემუშავდეს და დაინერგოს საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული რისკის მართვის ჩარჩო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე სტატიის მიზანი იყო საქართველოს საჯარო სექტორში არსებული რისკის მართვის პრაქტიკის შესწავლა და შეფასება. ამ მიზნით, კვლევის ჩასატარებლად შეირჩა ექვსი ძირითადი უწყება. გარდა ამისა, შესწავლილი იქნა არსებული საკანონმდებლო ბაზა და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტები. არსებული და საერთაშორისო პრაქტიკის შედარებითი ანალიზის საფუძველზე შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები საქართველოს საჯარო სექტორში რისკის მართვის ჩარჩოს შემდგომი გაუმჯობესებისა მიზნით.
საქართველოში 2010 წლიდან დაიწყო საჯარო სექტორის ფინანსური კონტროლის რეფორმები. აღნიშნული ინიციატივის მიზანი იყო საჯარო სამსახურებში ჯანსაღი მმართველობის პრინციპებისა და შიდა კონტროლის სისტემის ჩამოყალიბება. თავად საჯარო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემა შედგება სამი კომპონენტისგან: ფინანსური მენეჯმენტი და კონტროლი, შიდა აუდიტი და ცენტრალური ჰარმონიზაციის განყოფილება.
სტატიის მომზადების ფარგლებში ჩატარებული კვლევის მიზანი იყო საქართველოს საჯარო სექტორში არსებული რისკის მართვის პრაქტიკის სიმწიფის დონის შეფასება. ამ მიზნით კვლევა მოიცავდა ორ საფეხურს: სამართლებრივი ბაზის ანალიზს, რაც მოიცავდა მოიცავდა 2010-2022 წლებში მიღებული ყველა შესაბამისი საკანონმდებლო აქტის, კანონის და მთავრობის ბრძანებების შესწავლას. ხოლო მეორე საფეხურზე მოხდა რისკის მართვის არსებული პრაქტიკის ხარისხობრივი შეფასება. რაც ითვალისწინებს სიმწიფის სამი ხარისხობრივი დონიდან ერთ-ერთის მინიჭებას: არასტრუქტურირებული რისკის მართვა, სუსტი რისკის მართვა და ჩამოყალიბებული რისკის მართვა.
შედეგებმა აჩვენა, რომ რისკის მართვის სისტემის დანერგვის სტრუქტურული დონე მხოლოდ საქართველოს ერთ უწყებაშია ასახული, სადაც დამოუკიდებელი დეპარტამენტი არის ჩამოყალიბებული. მნიშვნელოვანი პროგრესი მიღწეულია კიდევ ერთ უწყებაში, სადაც შექმნილია რისკის ოფიცრის როლი. დანარჩენ 4 უწყებაში სამინისტროებში რისკის ოფიცრის როლი შერწყმულია სხვა პასუხისმგებლობებთან.
რაც შეეხება რისკის მართვის ინსტრუმენტებს, რისკის რეგისტრები შემუშავებულია 6 უწყებაში. ამჟამად რისკის რეგისტრები აღიარებულია, როგორც მნიშვნელოვანი ინფორმაციული აქტივი, თუმცა ისინი სრულად არ არის გამოყენებული და არ არსებობს მათი კავშირი გადაწყვეტილების მიღების პროცესთან და ბიუჯეტირებასთან. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ საჯარო სექტორში არსებული რისკების მართვის სისტემა განვითარების ადრეულ დონეზეა და შეესაბამება არასტრუქტურირებული რისკის მართვის პრაქტიკას, რაც ცალსახად მიუთითებს გაუმჯობესების საჭიროებაზე.
მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო მოხელეებმა გააცნობიერონ რისკის მართვის მნიშვნელობა და გააძლიერონ ძალისხმევა ცნობიერების ამაღლების მიზნით. უფრო მეტიც, ზემოდან ქვევით ძალისხმევა ძალზე მნიშვნელოვანია რისკის მართვის აქტივობების პრაქტიკული განხორციელების განსახორციელებლად, შესაბამისად, მაღალი თანამდებობის პირების როლები გადამწყვეტია. ცნობიერების ამაღლების მიზნით, ინტენსიური ტრენინგები უნდა ჩატარდეს მენეჯმენტის მაღალ და საშუალო დონეზე.
აშკარაა, რომ არსებული ან აღმოცენებული რისკის შესახებ ინფორმაცია არ განიხილება გადაწყვეტილების მიღებისას. თუ რისკის მართვის სისტემა ჩამოყალიბდება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში, უწყებების მენეჯერებს ექნებათ მაღალი ხილვადობა ყველა რისკის შესახებ და გამოიყენებენ რისკის მართვას, როგორც სტრატეგიულ ინსტრუმენტს.
და ბოლოს, რისკის მენეჯმენტი უნდა იყოს სტრუქტურირებული და სისტემატური პროცესი, შესაბამისად, უნდა არსებობდეს რისკის მართვის ყოვლისმომცველი ჩარჩო. ერთის მხრივ, ჩარჩო ხელმისავდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული მხარისთვის, ხოლო მეორე მხრივ, ის საშუალებას მისცემს შეაგროვოს და შეისწავლოს ყველა საჭირო ინფორმაცია და მონაცემი შიდა და გარე ფაქტორების და მათი ურთიერთდამოკიდებულების გათვალისწინებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის მისაღწევად, სამთავრობო ინსტიტუტებს დასჭირდებათ რისკის მართვის პროფესიონალები.

საკვანძო სიტყვები: რისკის მენეჯმენტი, რისკის შეფასება, საჯარო სექტორი, არასტრუქტურირებული რისკი, რისკის მართვის ჩარჩო.

References:

• Ahmeti R., Valdi B. (2017). Risk Management in Public Sector: A Literature Review European Journal of Multidisciplinary Studies May-August 2017 Volume 2, Issue 5
• Back S. (2022). The Embedment of Risk Management in Enterprise Management System International Journal of Contemporary Management,59(2)
• Bracci E., Tallaki M., Gobbo G., Papi, L. (2021). Risk Management in Public Sector. International Journal of Public Sector Management, 34(2), pp.205–223
• Braig St., Gebre A.,Selgreen (2011). McKinsey Working Papers
• Damayanti E. (2023). Risk Management: In an Overview of Literature Review Formosa Journal of Science and Technology (FJST) Vol. 2, No. 4, pp: 1115-1122
• Lalonde,C., Boiral,O. (2012). Managing Risks through ISO 31000: A Critical Analysis; https://doi.org/10.1057/rm.2012.9
• Leitch M. (2010). “ISO 31000:2009 - The New International Standard on Risk Management”, Risk Analysis, Vol. 30, No. 6).
• Murray J., Enang I. (2022). "Risk Assessment: The Three Eras of Risk Assessment", Conceptualizing Risk Assessment and Management across the Public Sector, Emerald Publishing Limited, Bingley, pp. 17-27.
• Said J., Alam M.M., Johari R.J. (2020). Assessment of Risk Management Practices in the Public Sector of Malaysia, International Journal of Business and Emerging Markets, 12(3),pp: 377–390.
• Simona-Iulia C. (2014). Comparative Study between Traditional and Enterprise Risk Management-a Theoretical Approach. Annalis of the University of Oradea, 23(1), pp: 276-282.
• Sprčić D., Kožul,A., Pecina E. (2017). Managers’ Support – A Key Driver behind Enterprise Risk Management Maturity; Zagreb International Review of Economics & Business, Vol. 20.
• Tavakoli S., Binti N., Talib A., Kish E.& Soltan,H. (2016). Enterprise Risk Management Adoption and Financial Benefits Creation: Examining the Contributions of COSO ERM Maturity and Board of Directors; Journal of Soft Computing and Decision Support Systems;
• Yoe Ch. (2019). Principles on Risk Analysis Decision Making, Under Uncertainty, Enterprise Risk Management, Tailor &Francis . Kindle, pp. 25- 73
• OECD (2018). Assessing Global Progress in the Governance of Critical Risks.
• EU/Georgia Association Agreement. https://www.eeas.europa.eu/delegations/georgia/eugeorgia-association-agreement_en?s=221
• https://matsne.gov.ge/ka/document/download/3613890/0/ge/pdf;
• https://matsne.gov.ge/ka/document/view/91618?publication=11
• COSO ERM Framework, (2017); www. COSO.com
• COSO Internal Control Framework; (2013); www.COSO.com
• ISO 31000 Risk Management Principles and Guidelines (2018).
https://www.iso.org/obp/ui/#iso:std:iso:31000:ed-2:v1:en
• International Standards Organization – ISO 31000:2009 Risk M.

Keywords: Risk management, risk assessment, public sector, unstructured risk management practice, risk management framework.
JEL Codes: D80, D81, G32,